"სხვა სექტორებიც უნდა ეცადონ, ისეთ გამჭვირვალობას მიაღწიონ, როგორც ეს საბანკო სექტორშია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, საბანკო სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.
"მე და მამუკა ბახტაძე ვიმყოფებოდით IMF-ის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე. რაც მე წავიკითხე არის ის რომ ბატონი მამუკა ფიქრობს, რომ საბანკო სექტორი ერთ-ერთი წარმატებლია საქართველოში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი ეკონომიკისთვის. მშპ-ს 60% ამ სესხებით არის დაფინანსებული. სექტორი ასაქმებს ბევრ ადამიანს და ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლო მან. სექტორი არის ძალიან გამჭვირვალე, ყველაზე გამჭვირვალე საქართველოში.“, - ამბობს კობა გვენეტაძე.

























