მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს 1 271 000 დოზა ვაქცინა აჩუქა - NCDC

61fcf87917145
ინგა მურუსიძე
04.02.22 14:24
612
2021 წლის განმავლობაში საქართველომ დონაციის სახით 1 271 000 დოზა ვაქცინა მიიღო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მე-8 გადახედვაში აღნიშნული, საქართველომ დონაციის სახით, „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები მიიღო.

უფრო კონკრეტულად: ყველაზე მეტი, 500 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოს აშშ-მ აჩუქა, 468 000 დოზა „ფაიზერი“ - პოლონეთმა, 100 000 დოზა „სინოფარმი“ - წითელი ჯვრის საზოგადოებამ, 100 000 დოზა „სინოვაკი“ - ჩინეთმა, 83 000 „ფაიზერი - ლატვიამ, 15 000 დოზა „ასტრაზენეკა“ - ლიეტუვამ, ხოლო 5 000 დოზა „ასატრაზენეკა“ - ავსტრიამ.

ამასთან, გერმანიის მთავრობამ საქართველოს Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 3000 დოზაზე მეტი მონოკლონური ანტისხეულები გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები