მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sycamore Partners-მა შესაძლოა Victoria’s Secret-ი იყიდოს

5e4a581b21748
ნათია თაქთაქიშვილი
17.02.20 14:40
859
მიყიდის თუ არა L Brands’-ი Victoria’s Secret-ს Sycamore Partners ამ კვირაში გაირკვევა. L Brands’-ი იმედოვნებდა, რომ აღნიშნული გარიგება გასული კვირის ბოლოს დასრულდებოდა, მაგრამ გარიგება, სავარაუდოდ, ხუთშაბათს შედგება. ამის შესახებ სანდო წყაროზე დაყრდნობით CNBC წერს.

საქმე იმაშია, რომ 2019 წლის ოქტომბრის მონაცმებით, Victoria’s Secret-ის მფლობელ L Brands’-ს 9 მილიარდი აშშ დოლარის დავალიანება დაუგროვდა; კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.7 მილიარდი აშშ დოლარია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გარიგების ფასი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, მაგრამ ანალიტიკურ კომპანია MKM Partners-ზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში  ქალის თეთრეულის ცნობილი მწარმოებელი ბრენდის ღირებულება, დაახლოებით, 2-3.4 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. მედია ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ L Brands-მა და Sycamore-მ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები