მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

T-Mobile-ი რაიან რეინოლდსის Mint Mobile-ს $1.35 მილიარდად ყიდულობს

6416ebeca8f4b
გიორგი არონია
19.03.23 15:00
1441

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეოპერატორი, გერმანული Deutsche Telekom-ის შვილობილი T-Mobile-ი ბიუჯეტურ სატელეფონო ოპერატორს, Mint Mobile-ს $1.35 მილიარდად ყიდულობს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია.

როგორც ირკვევა, გარიგების ფარგლებში T-Mobile-ი, როგორც Mint Mobile-ს, ასევე საერთაშორისო ტელეოპერატორს, Ultra Mobile-ს და უსადენო ტელეოპერატორს, Plum-ს.

აღსანიშნავია, რომ Mint Mobile-ის მინორიტარულ წილს ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რაიან რეინოლდსი ფლობდა, რომელმაც კომპანიის წილი ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა. როგორც ირკვევა, გარიგების დასრულების შემდეგ, რეინოლდსი Mint-თან კვლავაც ითანამშრომლებს, როგორც კომპანიის სახე და წარმომადგენელი.

“არასდროს წარმომედგინა, რომ სატელეფონო ოპერატორი კომპანიის მეწილე ვიქნებოდი და მით უფრო არასდროს წარმომედგინა, რომ მას T-Mobile-ს მივყიდდი”, - დაწერა რეინოლდსმა Twitter-ზე. “ცხოვრება უცნაური რამაა, ხოლო მე მეტად ამაყი და მადლიერი ვარ”.

ამერიკული Mint Mobile-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ქსელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ კიდევ 2016 წელს დაფუძნდა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მაიკ საივერტი ამბობს, კომპანიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი - $15-იანი ერთთვიანი პაკეტები, T-Mobile-ის მიერ კომპანიის შესყიდვის შემდეგ ბაზრიდან არ გაქრება. როგორც ჩანს, არსად წავლენ კომპანიის დამფუძნებლები, რომლებიც Mint-ს ისევე გაუძღვებიან, როგორც აქამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები