მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტ-ნეტი" ტყიბულში 500 აბონენტს ინტერნეტს ავტორიზაციის გარეშე აწვდიდა - კომუნიკაციების კომისიამ კომპანია 5 ათასით დააჯარიმა

58fb4d29c7329
BM.GE
22.04.17 16:30
1471
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "ტ-ნეტს" 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

უწყების ინფორმაციით, კომპანია გარკვეული დროის მანძილზე ტყიბულსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე.

"შემოწმების შედეგად დგინდება, რომ შპს "ტ-ნეტის" 500-მდე ინეტრნეტ აბონენტი ყავს. კომისიის უწყებრივ რეესტრში კომპანია არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად კომისიაში არ ხდებოდა სატატისტიკური ანგარიშგების და რეგულისრების საფასურის გაანგარიშების ფორმების წარმოდგენა, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების კვლევა-ანალიზის დროს",- ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.

კომისიამ საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვის შემდეგ შპს "ტ-ნეტს" საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო ჯარიმა დააკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები