თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გამოჩნდა ახალი ბუტიკური პროექტი - TABIDZE 112 by WELL HOUSE, რომელმაც პრემიუმ საცხოვრებელ სეგმენტში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. კომპლექსი განთავსებულია ვაკის პარკიდან მხოლოდ ორი წუთის სავალზე და აერთიანებს გამორჩეულ არქიტექტურას, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებს და ბუტიკურ კონცეფციას.
TABIDZE 112 მოიცავს მხოლოდ ოთხ სართულს, შვიდ ბინას და დახურულ პარკინგს, რაც პროექტს განსაკუთრებულ ექსკლუზიურობას ანიჭებს. შენობის ფასადი მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის HPL პანელით, ფართო აივნები და ვიტრაჟული ფანჯრები კი ქმნის ჰარმონიას დიზაინსა და კომფორტს შორის.

უნივერსიტეტების, სკოლებისა და სავაჭრო-გასართობი ცენტრების სიახლოვე TABIDZE 112-ს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
WELL HOUSE უკვე წლებია ახორციელებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას. კომპანიის პრინციპია „ხარისხი დეტალებში“, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი პროექტი იქმნება გამორჩეული დიზაინით, ენერგოეფექტური გადაწყვეტებით და მდგრადი მასალებით, რაც თქვენს კომფორტულ და მშვიდ ბინადრობას გრძლევადიან ინვესტიციად აქცევს.

























