ბიძინა ივანიშვილის ტურიზმის განვითარების ფონდი უკვე მეშვიდე წელზე მეტია თბილისში თაბორის მთასა და სოლოლაკში, ასევე აბასთუმანში სასტუმროების პროექტების განვითარებით არის დაკავებული. არსებული მდგომარეობით ფონდის ოპერირებაში ორი სასტუმროა, ესენია პარაგრაფ შეკვეთილი, რომელიც $130 მილიონი დაჯდა და პარაგრაფ თბილისი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $161 მილიონი დოლარია.
BMG-იმ ფონდის პრესსსამსახურს მიმართა კითხვით როდის დასრულდება მათი სხვა საინვესტიციო პროექტები და რა მოცულობის ინვესტირებას ახორციელებენ მათში. ფონდის თანახმად, კონკრეტული დასრულების თარიღი ცნობილია სამი ობიექტისთვის, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება $375 მილიონი დოლარია, ხოლო დანარჩენი სამი პროექტის დასრულების თარიღი უცნობია, რადგანაც ისინი განვითარების უფრო ადრეულ ეტაპზეა, აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 298 მილიონი დოლარია.
"თანაინვესტირების ფონდის" პასუხის თანახმად:
1) პარაგრაფ აბასთუმანი - $87 მლნ;
სტატუსი: დასრულდება 2026 წელს
2) პარაგრაფ თაბორი - $174 მლნ;
სტატუსი: დასრულდება 2025 წელს
3) სასტუმრო სიღნაღში - $56 მლნ;
სტატუსი: დასრულების ვადა 2024 წელს;
4) გამაჯანსაღებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე - $123 მლნ;
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)
5) სასტუმრო განმუხურში - $60 მლნ;
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)
6) სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში - $115 მლნ-ის ინვესტიცია.
სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)"- ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის პასუხში.