მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAF 2026: თბილისი არქიტექტურულ ფორუმს მასპინძლობს

თბილისი კიდევ ერთხელ ემზადება იმისათვის, რომ მსოფლიო არქიტექტურული დისკუსიის ცენტრში მოექცეს. 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, დედაქალაქი თბილისის არქიტექტურის ფორუმს, TAF 2026-ს უმასპინძლებს, რომელიც წელს სრულიად განსაკუთრებული და აქტუალური კონცეფციით ბრუნდება. Places in Transition ანუ გარდამავალი სივრცეები, სწორედ ეს არის წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა. ორგანიზატორების იდეით, ფორუმზე მივიღებთ პასუხებს, თუ როგორ გარდაიქმნება ქალაქები, ლანდშაფტები და საზოგადოებები სოციალური პროცესების, კლიმატური გამოწვევებისა თუ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე. ეს არის მსჯელობა არქიტექტურაზე არა მხოლოდ ახლის მშენებლობის, არამედ უკვე არსებული სივრცეების ადაპტაციის, შენარჩუნებისა და აღდგენის ჭრილში. სამი დღის განმავლობაში ფორუმი თავს მოუყრის სფეროს წამყვან საერთაშორისო ექსპერტებს და ურბანისტებს გლობალური სტუდიებიდან.

სტუმარი: მარიამ მენაბდე - თბილისის არქიტექტურის ფორუმის თანაორგანიზატორი და კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები