2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თაფლის ექსპორტიდან $86.2 ათასის შემოსავალი მიიღო, რაც 53.2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე, როცა საქართველომ საზღვარგარეთ $184.4 ათასის პროდუქტი გაყიდა. შეცვლილია გაყიდვის გეოგრაფიაც.
2023 წელს, მთავარი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთი და ჩეხეთი იყო, რომელზეც რეალიზაციის 83.6% მოდიოდა. წელს კი, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ექსპორტის ჩამონათვალში ვერ მოხვდა.
2024 წელს საქართველომ თაფლი 5 ქვეყანაში გაყიდა. ჩამონათვალია ასეთია:
- აზერბაიჯანი - $25.8 ათასი;
- აშშ - $22.8 ათასი;
- ერაყი - $21.8 ათასი;
- კატარი - $8.5 ათასი;
- იაპონია - 7 ათასი.
აღსანიშნავია, რომ თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 2023 წელსაც შემცირდა 35.1%-ით 2022 წელთა შედარებით. თუმცა, გასულ წელსაც საფრანგეთი და ჩეხეთი საექსპორტო ბაზრის მთავარი აქტორები იყვნენ.