გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის სახელმწიფო 2 მილიონ ლარს დახარჯავს, - ამის შესახებ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს თავჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ საქმიანი დილის ეთერში განაცხადა.
"მშენებლობის დასრულების შემდეგ, საწარმო სამართავად კოოპერატივებს 600 000 ლარად გადაეცემათ, ღირებულების დასაფარად კი მათ 8 წლიანი ვადა ექნებათ", - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
ქარხნის მშენებლობა 2018 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. საწარმო ერთგვაროვანი, მაღალი ხარისხის თაფლის მიღებაზე იქნება ორიენტირებული, რომელმაც საექსპორტო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

























