თაფლის ექსპორტი მცირდება, მომდევნო თვეებში კი კლება უფრო საგრძნობი გახდება. მიზეზი მიმდინარე წელს თაფლის განახევრებული მოსავალია. მეფუტკრეები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული კლება აკაციის თაფლზე ფიქსირდება, რომელიც ევროპულ ბაზრებზე განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობდა. რა გახდა გაუარესებული მაჩვენებლების მიზეზი და რა გავლენას იქონიებს მოსავლის კლება თაფლის ფასზე?