მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თაფლის რეალიზაცია ნაცნობ-მეგობრობით არ უნდა ხდებოდეს"

5b30c7ccd635a
მაია ბიწაძე
25.06.18 14:44
1452
"ქართული თაფლი საერთაშორისო სტანდარტებს არამხოლოდ ევროპული და საექსპორტო ბაზრებისთვის, არამედ ადგილობრივი მომხმარებლისთვისაც უნდა აკმაყოფილებდეს", - ამის შესახებ "საქმიანი დილის“ ეთერში სასოფლო-სამეურნეო კოოპორატივების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირის ბაზარზე ძირითადი მოთხოვნა ერთიანი სტანდარტის, ჯანსაღი პროდუქტია, თუმცა სტანდარტი, რომ თაფლი არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე მინარევებს, არამხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ბაზრისთვისაც უნდა დამკვიდრდეს.

"არ უნდა ხდებოდეს თაფლის ბიძაშვილებში, მამიდაშვილებში და ერთამნეთის ნაცნობობით რეალიზაცია.

უნდა მოხდეს თაფლის ეტიკეტირება, რომელზეც დატანილი იქნება სრული ინფორმაცია, თუ რისგან შედგება ესა თუ ის თაფლი. ამჟამად ჩვენი სააგენტოს მიერ საქართველოში 46 800-ზე მეტი ფუტკრის ოჯახია აღწერილი და იდენტიფიცირებული, შესაბამისად ვიცით, თუ რომელ კოოპერატივში, რა რაოდენობის თაფლი იწარმოება. ასეთი ნაბიჯები აძლევს სახელმწიფოს საშალებას, რომ აწარმოოს ისეთი პროდუქტი, რომელიც მისაღები იქნება ადამიანისთვის როგორც სასურსათოდ, ასევე სამკურნალოდ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე", - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

მისივე თქმით, "თაფლის საბჭო" რომელიც ამჟამად ყალიბდება, ფერმერებს ბაზრის კვლევაში დაეხმარება, ასვე დაეხმარება მათ თაფლის ნაწარმის წარდგენაში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები