ტაილანდის ტურიზმის სამინისტრო 200,000 საერთაშორისო ვიზიტორის მოსაზიდად სახელმწიფო ბიუჯეტიდან $19.2 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. შედეგად, იმ ტურისტებს, რომლებიც ქვეყანაში სამოგზაუროდ ჩავლენ, სახელმწიფო ქალაქებს შორის შიდა ფრენებს სრულად დაუფინანსებს. სამინისტროს ინიციატივა ტაილანდში დაწყებული ტურისტული კამპანიის ნაწილია და ის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ხელისუფლებას სურს, საერთაშორისო ვიზიტორებს ნაკლებად პოპულარული ტურისტული ლოკაციებიც გააცნოს და აჩვენოს, რომ სანახავი ბანკოკის, ფუკეტისა და ჩიანგ მაის მიღმაც ბევრია. სახელმწიფო პროგრამაში Thai Airways-ი, TAirAsia, Bangkok Airways-ი და კიდევ 3 ტაილანდური კომპანია ჩაერთვებიან. ცალმხრივი ფრენის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიის სახით თითო ბილეთზე $43 დოლარს გამოყოფს, ორმხრივი ფრენის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი $96 დოლარამდე გაიზრდება.
ტურიზმის სამინისტრო მოელის, რომ კამპანიის ფარგლებში მიღებული შემოსავალი $241 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის განხორციელებამდე სამინისტროს სამთავრობო კაბინეტის სრული მხარდაჭერის მიღება დასჭირდება.




























