მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაილანდი დიზელზე ფასების შესანარჩუნებლად დღეში $32 მილიონს ხარჯავს

საწვავი

ტაილანდის მთავრობა დიზელზე ფასების შესანარჩუნებლად სახელმწიფო ფონდიდან ყოველდღიურად $32 მილიონს ხარჯავს. როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯით ხელისუფლებას სურს, ენერგორესურსებზე გაზრდილი გლობალური ფასების ფონზე ქვეყანაში საწვავის ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს.

ენერგეტიკის მინისტრის, აუტაპოლ რერკპიბუნის პროგნოზით, თუ ვითარება არ შეიცვალა, 18 მარტისთვის მთავრობის ხარჯი $320 მილიონამდე გაიზრდება. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ქვეყანა ენერგოსაჭიროებების დასაკმაყოფილებლად დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, ნავთობის მარაგების ნახევარი კი ახლო აღმოსავლეთიდან მოდის.

ცნობისთვის, შიდა ბაზარზე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ ნავთობის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა და ბიოსაწვავის წილი გაზარდა. გარდა ამისა, ნედლ ნავთობზე მოთხოვნის შესამცირებლად, სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, რასაც ტაილანდის ბანკი და შეიარაღებული ძალებიც შეუერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამომავლო შიშების გამო სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ საწვავის მომარაგება დაიწყო, ვაჭრობის მინისტრმა სუფაჯი სუთუმპუნმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანას კრიზისის თავიდან აცილებისთვის საკმარისი საწვავის მარაგები გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები