საქართველოს მოქალაქეებს 15 ივლისიდან ტაილანდში უვიზოდ შესვლა და დარჩენა 60 დღის განმავლობაში შეუძლიათ. შერბილებული სავიზო რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტურისტული ნაკადების წახალისებაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ჯამში 73 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა. რომელ ქვეყნებში მოგზაურობისთვის არ გვჭირდება ვიზა?