ტაილანდის მთავრობა უახლეს მომავალში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების, Tesla-ს, Google-ისა და Microsoft-ის მხრიდან 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას ელის.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ტექნოლოგიური კომპანიები ქვეყანაში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავენ. მაგალითად, Tesla ელექტრომობილების ბატარეებისთვის ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს. Google-მა და Microsoft-მა კი ტაილანდში ახალი data-ცენტრების მოწყობა დააანონსეს.
ტაილანდის მთავრობის შეფასებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს კრიტიკული როლი ექნება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. ტექნოლოგიური გიგანტების მოზიდვა კი აზიურ სახელმწიფოს განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.