მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაილანდში კანაფის რეკრეაციული მოხმარება იკრძალება - რა შემოსავალს კარგავს ქვეყანა?

ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტროს ნარკოტიკების კონტროლის კომიტეტმა დაამტკიცა წინადადება, რომლის მიხედვითაც კანაფის მოხმარება თუ რეალიზაცია მხოლოდ სამედიცინო და კვლევითი მიზნებისთვის იქნება დაშვებული. ის მიმდინარე კვირაში ნარკოტიკების კონტროლის საბჭოს ოფისს წარედგინება და შეთანხმების შემთხვევაში, 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა. მთავრობის ინიციატივას პროტესტი მოჰყვა, მოსახლეობა ბანგკოკის ქუჩებში კანაფის მოხმარების შესაძლო აკრძალვას ეწინააღმდეგება. ისინი თვლიან, რომ რეგულირება კარგია, თუმცა მისი მკაცრად აკრძალვა ინდუსტრიის განადგურებას გამოიწვევს, ინდუსტრიის რომელშიც, როგორ თავად ამბობენ ბოლო წლებში არაერთი ინვესტიცია განხორციელდა. ტაილანდი აზიაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2022 წელს კანაფის დეკრიმინალიზაცია მოახდინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები