მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაილანდური ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას განიხილავს – ეკონომიკის სამინისტრო

Thai AirAsia X

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ტაილანდურმა ავიაკომპანია Thai AirAsia X-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყების შესაძლებლობა განიხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის საავიაციო პოლიტიკა მიმართულია ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, ასევე ფრენების სიხშირეებისა და მიმართულებების გაზრდისკენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაკომპანია Thai AirAsia X-თან მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებაზე.

„ვიმედოვნებთ, რომ ტაილანდსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე დაიწყება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვფიქრობთ, რომ ტაილანდი იქნება ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გააძლიერებს ტურიზმსა და ავიაციას,“ — აღნიშნა მან.

ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ბოლო ფრენა 2019 წლის ბოლოს – 25, 27, 29 დეკემბერს და 2020-ის დასაწყისშ – 1,2 და 6 იანვარს შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები