მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაილანდური ტექნოლოოგიით დამზადებული ნაყინის გაყიდვა ივნისიდან დაიწყება

5b042b3fa6027
BM.GE
22.05.18 20:00
1806
Ice’N Roolls დამფუძნებელის გიორგი რაზმაძის განცხადებით, ამ დროისთვის მოლაპარაკება რამდენიმე სავაჭრო ცენტრთან მიმდინარეობს და შეთანხმების მიღწევის შემდეგ ქართული არომატებით და ტაილანდური მეთოდით მომზადებული ნაყინი ერთდროულად ორ ლოკაციაზე გაიყიდება.

“სანამ მოლაპარაკებებს დავასრულებთ Ice’N Roolls -ის ნაყინი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მოწყობილ მარკეტზე ვიქნებით წარმოდგენილი. ეს ერთი დღით და შემდეგ უკვე ივნისის დასაწყისიდან ალბათ უკვე გავიხსნებით”,-ამბობს BMG-სთან გიორგი რაზმაძე Ice’N Roolls დამფუძნებელი.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე შარშან პირველად გამოჩდნენ ცუდი შედეგები არ ჰქონიათ, თუმცა, პირველ ეტაპზე ახალ პროდუქტს უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა.

“ბევრი ინტერესდებოდა, ყველას ვაცნობდით პროდუქციას და მოწონებასაც იმსახურებდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ფასის გამო არჩევანს სხვა ნაყინზე აკეთებდნენ მაინც წარმატებულად შეგვიძლია გასული წელი შევაფასოთ. ქართული გემოები განსაკუთრებით საინტერესო ტურისტებისთვის აღმოჩნდა. იყო შემთხვევები, როცა საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსული სტუმრები „ისთ პოინტში" ჩვენი ნაყინის გასასინჯად ჩამოდიოდნენ”, - ამბობს გიორგი რაზმაძე.

გიორგი რაზმაძემ და ნიკა ჩუგოშვილმა ტაილანდური ნაყინის მომზადება და გაყიდვა შარშან დაიწყეს. სპეციალური დანადგარი უცხოეთიდან გამოიწერეს და მომხმარებლებს სრულად ქართული არომატებიანი ნაყინი შესთავაზეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები