მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად თავდაცვის ბიუჯეტს $40 მილიარდამდე გაზრდის

აშშ ტაივანი
BM. GE
29.11.25 20:24
1734

ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ცინგტემ "ისტორიული" ბიუჯეტი წარადგინა. საბიუჯეტო რეფორმა თავდაცვითი ბიუჯეტის $40 მილიარდამდე გაზრდას მოიცავს, რომელიც 2026 წლიდან 2033 წლამდე განხორციელდება.

რეფორმის მიზანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მომდინარე საფრთხის შეკავებაა. კონკრეტულად, ახალი ბიუჯეტი "ასიმეტრიული შესაძლებლობების" ზრდას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად, ქვეყანა აშშ-სგან შეიარაღებას შეისყიდის. როგორც ტაიბეიში განმარტავენ, სახსრები მოხმარდება საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადარების ქსელისა და ხელოვნური ინტელექტის სამხედრო გზით განვითარებას.

ბიუჯეტის წარდგენა პირდაპირ უკავშირდება ჩინეთიდან მომდინარე მუქარის ზრდას, რომელიც კუნძულს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს.

ახალ თავდაცვით ბიუჯეტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-დან, ხოლო ოფიციალური პეკინი მას ფულის ფლანგვად მიიჩნევს და ტაივანს მოუწოდებს, საკუთარი რესურსები ეკონომიკურ ზრდას მოახმაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები