მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაივანი ნახევარგამტარების წარმოების 50%-ით შტატებში გადატანას არ დათანხმდა

აშშ ტაივანი

ოფიციალურმა ტაიბეიმ განაცხადა, რომ ტრამპის ხელისუფლების მიერ გაჟრერებულ შეთავაზებაზე უარს იტყვის და ნახევარგამტარების წარმოების ნახევარს შტატებში არ გადაიტანს. როგორც ოფიციალური უწყება განმარტავს, მსგავსი ნაბიჯი ტაივანის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის და ქვეყანას სტრატეგიულ საკითხებზე კონტროლის მექანიზმის გარეშე დატოვებს.

ცნობისთვის, ამერიკის ხელისუფლება ტაივანში არსებული ნახევრგამტარების ინდუსტრიის შტატებში გადატანას აქტიურად ცდილობს, რათა ჩინეთიდან მომავალი მუდმივი საფრთხის ფონზე ბაზარზე კონტროლის მექანიზმი შეინარჩუნოს და გამორიცხოს საფრთხე, რაც ინდუსტრიის ჩინეთის ხელში სრულად მოხვედრას შეიძლება მოჰყვეს.

ოფიციალური ტაიბეი აცხადებს, რომ გაცილებით სწორი მიდგომა იქნება, თუ შეიქმნება ერთობლივი პროექტები, რომელთა გარკვეული ნაწილიც ამერიკის ხელში გადავა, თუმცა უმეტესი წარმოება ტაივანში დარჩება. ეს ქვეყანას ეკონომიკური და ტექნოლოგიური ინტერესების დაცვის შესაძლებლობასაც მისცემს.

ამერიკას კი სურს, რომ იმდენივე ნახევარგამტარის წარმოება შეეძლოს, რამდენსაც ტაივანიდან იღებს, შესაბამისად, ბალანსი 1:1-ზე გაასწოროს. შტატების შემოთავაზება უარის შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ ტაივანურ მხარეს ტარიფებს დაუწესებს. განიხილება დამატებითი გადასახადის 100%-მდე გაზრდაც. ჯერ-ჯერობით, არ არის ცნობილი, როგორ გამოეხმაურება თეთრი სახლი ოფიციალური ტაიბეის უარს და დაუწესებს თუ არა ეკონომიკურ შეზღუდვებს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები