მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაივანში ჰაკერებმა ბანკომატებიდან 2,2 მილიონი დოლარი მოიპარეს

578740513f6b0
BM.GE
14.07.16 11:09
1306
ტაივანური ბანკის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კიბერკრიმინალებმა ბანკომატებიდან მილიონობით დოლარი მოიპარეს.

ტაივანის სამი ბანკმა ბანკომატებით ფულის გაცემა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ჰაკერებმა ბანკომატებიდან ტაივანური 70 მილიონი დოლარის მოპარვა მოახერხეს, რაც დაახლოებით 2.2 აშშ დოლარია. სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ცხადყოფენ, რომ მძარცველებს ბანკომატებთან ფიზიკური შეხება არ ჰქონიათ.

ბანკომატებს, რომლიდანაც თანხები მოიხსნა გერმანული კომპანია Wincor Nixford აწარმოებს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, კიდევ ორი ფინანსური ინსტიტუტი Chang Hwa Bank და Chunghwa Post Co გერმანული კომპანიის მიერ წარმოებული ბანკომატებიდან ტაივანში თანხის გაცემას დროებით აჩერებს. საერთო ჯამში ტაივანში 21 ბანკის განკარგულებაშია გერმანული Wincor Nixford-ის მიერ წარმოებული დაახლოებით 5 000 ბანკომატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები