მას შემდეგ, რაც ტაივანს გასული ოცდახუთი წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.4-ბალიანი მიწისძვრა დაატყდა თავს, მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანია TSMC-მ თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ქარხნების ნაწილი - გაჩერდა. ასეთივე გადაწყვეტილება TSMC-ის მცირე ზომის კონკურენტმა, აგრეთვე ტაივანურმა UMC-მ.
ტაივანი, რომლის სუვერენულ სტატუსზე საუბარი ჯერაც აქტუალურია, დიდწილად, სწორედ მიკროჩიპების წარმოებაზე არის დამოკიდებული, ხოლო ამ მხრივ, მთავარი მოთამაშე TSMC-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $727 მილიარდს აღემატება. თავად ეს კომპანია კი ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს ემსახურება, როგორიცაა Apple-ი და Nvidia. მიწისძვრის შედეგად, ორივე კომპანიის აქციების ფასმა, მცირედით იკლო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიკროჩიპების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე სკრუპულოზური და რთული ტექნოლოგიური პროცესია, რომლის განხორციელებას სჭირდება, როგორც ძალიან ვიწრო ექსპერტული ცოდნა, ასევე შესაბამისი გარემო პირობები. გარკვეული ტიპის მიკროჩიპის შესაქმნელად, მაგალითად, სპეციალისტები რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობენ, თანაც 24/7-ზე გრაფიკით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაკუუმში. შესაბამისად, აღნიშნული წარმოება განსაკუთრებით მოწყვლადია მიწისძვრის მიმართ, რადგან ერთი, მცირე ზომის ბიძგსაც კი, მთელი საწარმოო ხაზის მწყობრიდან გამოყვანა.
კუნძული ტაივანი, მოგეხსენებათ, ორი ტექტონიკური ფილის მიჯნაზე მდებარეობს, რაც მას სეისმურად აქტიურ ზონად აქცევს. უკანასკნელი მიწისძვრა კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს მოხდა და ეპიცენტრში, მისი სიმძლავრე 7.4 ბალი იყო.