მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერების რაოდენობა გაიზრდება

5e4ba3baf0d18
BM.GE
18.02.20 12:40
1260
 რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Tourest 2020“-ზე გაუწია, სადაც რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა.

გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტალინიდან ბათუმში ჩარტერული ფრენების საკითხი კი მათ Tez Tour-ის მენეჯმენტთან განიხილეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია მიმდინარე წელს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. პირველი ჩარტერები ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმში გასული წლის ზაფხულში განხორციელდა.

მზარდია რეგიონში, ესტონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც. 2019 წელს, ამ მიმართულებით რეგიონში +67 ზრდა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები