მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები შესრულდება

5cefe7113fe4b
თელარა გელანტია
30.05.19 23:00
737
ესტონური ავიაკომპანია „SmartLynx Airlines" ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.

რეისები 27 ივნისს, 4 ივლისს, 11 ივლისსა და 18 ივლისს, Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ესტონურ ავიაკომპანიაზე 29 მაისს გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები