ახალი ხელშეკრულება ახალი პირობებით - სს "თამ თბილავიამშენი", რომლის წილის მმართველი თავდაცვის სამინისტროა, "თამ მენეჯმენტთან" პარტნიორობის ახალ პირობებზე შეთანხმდა.
ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია მთავრობამ დაამტკიცა.
განკარგულების თანახმად, 2040 წლის პირველ მარტამდე თამ მენეჯმენტს უზუფრაქტის ფორმით 15 წლით სარგებლობაში უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უძრავი ქონების ნაწილი, ასევე კომპანიას შეეძლება უსასყიდლოდ გამოიყენოს საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური დოკუმენტაცია.
ამავე დროს, „თამ“ თბილავიამშენმა უნდა უზრუნველყოს "თამ მენეჯმენტის" მიერ თვითმფრინავების წარმოების, რემონტისა და მოდერნიზაციის სრული ტექნოლოგიური ციკლისა და სპეცტექნიკის რემონტის აუცილებელი და შეუფერებელი მომსახურებისთვის საჭირო მომსახურების გაწევა სასყიდლიანი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა ღირებულებაც ყოველწლიურად არანაკლებ 0.5 მლნ ლარი უნდა იყოს.
განკარგულებაში წერია ისიც, რომ "თამ მენეჯმენტმა" სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში უნდა აწარმოოს ჯამურად არანაკლებ 200 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია, ასევე აითვისოს/განახორციელოს ახალი პროექტები ავიამშენებლობაში; განახორციელოს „სუ-25“ და „მი“ ტიპის ვერტმფრენების რემონტი, მსუბუქი საფრენი აპარატების საცდელი ეგზემპლარების დაპროექტება და დამზადება, წარმოების დასაწყებად შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა;

























