მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ გაბუნია ბიზნესს ვაქცინაციის წახალისებისკენ მოუწოდებს

6139c599de51e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 12:34
650
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ვაქცინაციის პროცესში პირველ დოზებზე რეგისტრირების მაჩვენებელი შემცირებულია, რაც თამარ გაბუნიას შეფასებით, დაუშვებელია.

ჟურნალისტების კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა. ამასთან, ის სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის კერძო სექტორის გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„პირველ რიგში, ისევ და ისევ საპრომოციო და საგანმანათლებლო კამპანიაა საჭირო, რომ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ყველამ ბევრი ვისაუბროთ. მეორე - დამატებითი სტიმულები მნიშნელოვანია და როგორც იცით, მომდევნო კვირიდან აცრილი პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება. ვფიქრობ, გარკვეული სტიმული მოსახლეობისთვის ესეც იქნება. მაგალითისთვის, გუშინ ჩატარდა  27 000 აცრა, დღეს - 24 000-ია. ვაქცინაციის რაოდენობა არც ერთ შემთხვევაში კლებადი არ უნდა იყოს. იმისთვის რომ დღიურად 35-40 ათას აცრამდე მივიდეთ, მხოლოდ მატების ტენდენცია გვჭირდება. ვნახოთ, დამატებითი სტიმულები და ქცევის წამახალისებელი ღონისძიებები რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება.

თუ კიდევ დამატებით დაგვჭირდება მობილიზება, დამატებით უნდა ჩავერთოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზება და სამოქალაქო საზოგადოების თანაბარი ჩართულობა... კარგი იქნება ბიზნეს სექტორიდანაც თუ რაიმე წამახალისებელი სტიმულები წამოვა, რაც ვფიქრობ, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების მოზიდვის მაჩვენებელს გააქტიურებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები