მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: მობილიზებულია 6 700 covid-საწოლი

6103cf9298f1a
ინგა მურუსიძე
30.07.21 14:07
441
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეისთვის 6 700 საწოლია მობილიზებული. მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, დაახლოებით, 600 საწოლი დაემატა.

„ჰოსპიტლებში მკურნალობს 5 500 პაციენტი, მათგან 1000-ზე მეტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კლინიკებთან კონსულტაციები გრძელდება და მათთვის კოვიდ-საწოლების დამატება გარკვეულწილად უკვე გავლილი ეტაპია. ამის გამოცდილება უკვე არსებობს და კიდევ ვფიქრობთ, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა დაბალანსდა.

„პედიატრიული საწოლების დამატებითი საჭიროება არ იკვეთება, რადგან საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. ამ კუთხით სიტუაცია სრულად არის მართული“, - თქვა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები