მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: „სინოფარმის“ ვაქცინა ინდივიდუალურ შეფუთვებშია და დოზების გაფუჭების პრობლემა არ გვაქვს

60915f672c4c6
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.21 22:00
853

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა. როგორც მან აღნიშნა, ამ ვაქცინით აცრები გრიპის იმუნიზაციის კაბინეტებშიც ჩატარდება, რომელიც ეტაპობრივად კოვიდის-საწინააღმდეგო ამცრელ დაწესებულებებს დაემატება.

თამარ გაბუნიას თქმით, ამგვარად მოსახლეობის იმუნიზაციის ტემპი დაჩქარდება.

„50 000 ადამიანის ასაცრელი დოზები ახალ დაწესებულებებში მალე გადანაწილდება. მოსახლეობას ამ დაწესებულებებში დარეგისტრირების შესაძლებლობა ექნება. ზოგადად, როდესაც რეგისტრირებული მოქალაქე ვაქცინაციაზე არ მიდის, სარეზერვო სიის მექანიზმი მოქმედებს. "სინოფარმის" შემთხვევაში საკითხი უფრო მარტივად დგას, რადგან ვაქცინა ინდივიდუალურ შეფუთვაშია და იმის პრობლემა არ გვაქვს, რომ რომელიმე ფლაკონი თუ გაიხსნა და 10 ადამიანი არ მივიდა, დოზები გაფუჭდება. "სინოფარმის" მოხმარება ამ კუთხით უფრო ადვილია. ამდენად ამცრელი დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ როგორ შეიძლება შეივსოს გამოთავისფლებული ადგილები“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისივე თქმით, პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 21 დღეა. რაც შეეხება მესამე გამაძლიერებელ დოზას, ამ შემთხვევაში არამხოლოდ „სინოფარმზე“, არამედ სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც ამ ეტაპზე სამეცნიერო მსჯელობა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები