მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ გაბუნია: ვაქცინის მწარმოებლებისგან შესყიდვის მეტი შანსი III-IV კვარტლებში გაჩნდება

602a36a8c07ed
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.21 13:05
504
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა ვაქცინის შემოსატნად 3 მექანიზმს იყენებს და აქედან მთავარი კოვაქს პლატფორმის შესაძლებლობებია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მსოფლიოში ვაქცინის მოპოვების კოვაქსის გვერდის ავლით არსებულ პრობლმებს და ამ პროცესში საქართველოს მიერ ვაქცინის მიღების სირთულეებს შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პირველი პერიოდი ყველასთვის რთულია და აღნიშნა, რომ კოვაქსიდან მხოლოდ 1.4 მლნ დოზის მიღებაზეა საუბარი, დანარჩენი 1.5 მლნ დოზა კი, სხვა მექანიზმებით უნდა იქნას მოძიებული.

„კოვაქს პლატფორმა ჩვენთვის მთავარი მექანიზმია, თუმცა მაინც არის კიდევ, 2 მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ, ერთი ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ მათ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც შესაძლოა მათთვის ამ ეტაპზე არ იყოს აუცილებელი გადმოგვცენ - შეიძლება იყოს შესყიდვის ან დონაციის სახით; ასევე, ძალაში რჩება ბილატერალური მოპარაკებაც, რადგან ყველასთვის პირველი ეტაპია ყველაზე რთული; შემდეგ კი, წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით და მესამე-მეოთხე კვარტლისთვის უფრო მეტი შანსი შეიძლება გაჩნდეს იმისთვის, რომ  პირდაპირ მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ პოზიტიურია ის ფაქტიც, რომ მალე სხვა მწარმოებელების მიერ შექმნილი ვაქცინებიც მიიღებენ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ავტორიზაციას, რაც  კოვიდ-ვაქცინას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

150 ათას დოზა "ასტრაზენეკას" საქართველო პირდაპირ მწარმოებლისგან ყიდულობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები