მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ გაბუნიას თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზის მიმღებთა გაფართოების საკითხს მიმდინარე კვირაში განიხილავენ

618902877974e
მარიამ ვარადაშვილი
08.11.21 14:58
364
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში ე.წ. ბუსტერ დოზების მიმღებთა გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ.

ეკატერინე ტიკარაძის მოადგილეს კონკრეტულად არ უთქვამს, როდის გაიმართება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. ვეცადეთ ეს ინფორმაცია სამინისტროს პრესსამსახურში დაგვეზუსტებინა, თუმცა მათგან ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

“ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია. ამ კვირაში ამას დავიწყებთ ოფიციალურად, რაც ნიშნავს იმას, რომ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად,” - აცხადებს გაბუნია.

ქვეყანაში ე.წ ბუსტერ დოზებით აცრა ოქტომბრიდან შესაძლებელია. მინისტრის ბრძანებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ ბუსტერი დოზით იცრებიან:

-50 წლის და უფროსი ასაკის პირები;
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათ მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები;
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები
- 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირები, ქრონიკული დაავადებებით.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები