მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ იოსელიანი ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელს შეხვდა

12

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წარმომადგენელი შტეფენ კოტრე (დამე-შპრეევალდის AfD-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე) და გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანდრეას ტრამპე იყვნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იოსელიანმა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ სფეროებში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

"მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და გერმანიის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქციის გათვალისწინებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის განმტკიცებაში.

ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს და შუა დერეფნის მზარდ როლს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები