მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ ჯანყარაშვილის კომპანია გურჯაანის მუნიციპალიტეტს უფლებების შელახვაში ადანაშაულებს

5ad899b7791e4
BM.GE
19.04.18 17:28
853
საგზაო-სამშენებლო კომპანია "სეპანტინი" გურჯაანის მუნიციპალიტეტს უფლებების შელახვაში ადანაშაულებს და სატენდერო გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. საუბარია საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებულ ორ ტენდერზე, ჯამური ღირებულებით 1,3 მილიონი ლარი, საიდანაც კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა.

საჩივარში, რომლითაც "სერპანტინმა" დავების საბჭოს მიმართა განმარტებულია, რომ დისკვალიფიკაციის მიზეზი - "ხარჯთაღრიცხვის დასკანერებისას ფურცლის მარჯვენა არეს ჩამოჭრა" გახდა, რის შედეგადაც განფასების ჯამი აღარ იკითხებოდა.

"ყველა განფასების ერთეულის ფასები გარკვევით ჩანს ხარჯთაღრიცხვაში და შესაბამისი ნამრავლებიც. არ ჩანს მხოლოდ ჯამი და ისიც მხოლოდ გარკვეულ ფურცლებზე, შესაბამისად მიგვაჩნია რომ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება არანაირად არ გამოიწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას", - აღნიშნავს კომპანია საჩივარში.
აღსანიშნავია, რომ "სერპანტინის“ 51%-ის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც შსს-ს ყოფილი მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და გენ. ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის ნათესავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები