ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. საქმიანობას ჟვანია აღნიშნულ პოსტზე ოქტომბრიდან შეუდგა.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე წერია, რომ ჟვანიას 21 წლიანი გამოცდილება აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და საარჩევნო სისტემების განვითარების სფეროში.
როგორც ცნობილია, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ ჟვანიამ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა. როგორც ის Facebook-ზე წერდა, თანამდებობის დროზე ადრე დატოვება პარტიების დადებულ შეთანხმებას დაუკავშირა, რამაც მისი თქმით, ახალი რეალობა შექმნა.
ცესკოს ჟვანია 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.