მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა

5b9670218571b
BM.GE
10.09.18 17:22
1415
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროში მინისტრის მოადგილეების რაოდენობა 7-დან 5-მდე შემცირდება.

ამასთან, თანამდებობას ტოვებენ შოთა რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელი მანანა მიქაბერიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი.

მინისტრის თქმით, საკადრო ცვლილებები განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. ბატიაშვილი ამბობს, რომ რეფორმის დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები