სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანია „თამაშობანაც“.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნაუ სონღულაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, 10 ქართული კომპანიიდან მხოლოდ „თამაშობანა“ იყო კომპანია, რომელიც სამაგიდო თამაშებით იყო წარმოდგენილი.
მისი განმარტებით, გამოფენაზე უკვე მესამედ იღებდნენ მონაწილეობას და მათ პროდუქციაზე დაინტერესება ძალიან დიდი იყო.
„დაინტერესება ძალიან დიდი იყო როგორც მათთან პროდუქციის გატანაზე, ასევე ჩვენი კომპანია, რომ მათი თამაშების დისტრიბუტორები გახდეს.
ამ ეტაპზე, მათთან მოლაპარაკების პროცესს ვაგრძელებთ. დაინტერესება იყო ევროპის ქვეყნებიდან, კერძოდ ბრიუსელიდან, გერმანული კომპანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. თუმცა, ამ დრომდე არავისთან დავკონტრაქტებულვართ,“- აცხადებს სონღულაშვილი.
რაც შეეხება ექსპორტს, ამ ეტაპზე გერმანიასთან ჰქონდათ მხოლოდ ერთი შეკვეთა და გერმანიაში გამართულ ღონისძიებაზე დაგროვებული კონტრაქტებიდან აქვთ იმედი, რომ საექსპორტო აქტივობებს განახორციელებენ.
მისივე ცნობით, ორი კონკრეტული თამაშია, რომლის ექსპორტზე გატანაც გაზაფხულის ბოლომდე იგეგმება.