მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თამაშობების რეკლამის შეზღუდვით ყველაზე მეტად სარეკლამო ბიზნესი დაზარალდება"

5c06980a196a8
ელენე გოგბერაშვილი
05.12.18 09:35
1019
„თამაშობების რეკლამის შეზღუდვით ყველაზე მეტად სარეკლამო ბიზნესი დაზარალდება“, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამირების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას აცხადებს.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად დაზარალდება სარეკლამო ბიზნესი.

მათი რეკომენდაციაა, სპონსორობისას დაიშვას რეკლამირება და ასევე ბიზნესს კანონის ამოქმედებამდე მიეცეს გონივრული ვადა, არსებული კონტრაქტები შეასრულოს.

„ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვნად დაზარალდება სარეკლამო ბიზნესი, რადგან გარე რეკლამის მწარმოებელი კომპანიების პორტფელში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს აზარტული თამაშების რეკლამირებიდან მიღებულ შემოსავლებს. გარდა ამისა, იგივე ინტერნეტ სივრცეში სპონსორობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცეების არსებობა. ჩვენი მთავარი შენიშვნა უკავშირდება ძირითადად რადიუსების განსაზღვრას. პროექტში აღნიშნულია, რომ 200 მეტრის რადიუსში და ჩამოთვლილია დაწესებულებები, უნდა იყოს აკრძალული გარე რეკლამა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს 50 მეტრი და მხოლოდ საგანმანათლებლო და რელიგიურ დაწესებულებებთან შეიძლება შეიზღუდოს აღნიშნული რადიუსით რეკლამირება. ასევე უნდა დარჩეს სპონსორობის საშუალება არამარტო სპორტული ტიპის გადაცემების, არამედ ნებისმიერი სხვა გადაცემის შემთხვევაში, რადგანაც სარეკლამო ბიზნესის პორტფელში ამას უჭირავს საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი. ასევე კანონის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, ბიზნესს უნდა ჰქონდეს საკმაოდ გონივრული ვადა რომ მიიღოს აღნიშნული ცვლილებები, რადგან არსებობს ხელშეკრულებები, არსებობს ვალდებულებები, რომლის ამოწურვაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, -განმარტავს bm.ge-თან ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

„რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. აგრეთვე, იკრძალება გარე რეკლამა დასახელებული დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში.

კანონპროექტი კრძალავს, ასევე, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელებას ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპორტული პროგრამისა თუ რეპორტაჟის სპონსორობისას. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვები იქნება მხოლოდ აზარტული ან მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნისა თუ ლოგოტიპის გავრცელება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები