მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ ბორაშვილს სუს-ში ორი მოადგილე ეყოლება

სუსის მოადგილეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, თამაზ ბორაშვილს ორი მოადგილე მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბახუაშვილი ეყოლება.

პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. თავის მხრივ, ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა.

რაც შეეხება გელა გელაძის კიდევ ერთ მოადგილეს ალექსანდრე მაისურაძეს, მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება არ ატვირთულა. რჩება თუ არა მაისურაძე უწყებაში bm.ge-მ შესაბამისი კითხვით უწყებას მიმართა. მასალა განახლდება პასუხის მიღების შემთხვევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები