მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თამაზ ელიზბარაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები