“თამაზ გაიაშვილი არ არის მხოლოდ ბიზნესმენი, ის ავიატორია - ავიატორმა კი ზუსტად იცის, როგორ უნდა იმუშაოს ამ ბიზნესმა”-ამის შესახებ განცხადება "საქმის კურსის" ეთერში “ჯორჯიან ეარვეისის” კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა, "ტავ ჯორჯიასა" და GEORGIAN AIRWAYS-ს შორის არსებული უთანხმოების საკითხთან დაკავშირებული დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
შეგახსენებთ: GEORGIAN AIRWAYS-მა გასულ წელს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია ცდილობდა "ტავ ურბან ჯორჯიასთან" დალაპარაკებას ავიაბილეთების გაიაფებაზე, რაზეც ისინი უარს ამბობნენ, მოგვიანებით კი აღნიშნული განცხადება “ტავმა” უარყო და განმარტა, რომ “ჯორჯიან ეარვეისი”, როგორც თბილისში ბაზირებული ავიაკომპანია, შესრულებული რეისების რაოდენობის გათვალისწინებით, 2005 წლიდან სარგებლობს საგრძნობი ფასდაკლებებით, ამჟამად კი ეს შეღავათი სტანდარტული ფასების ნახევარს , ანუ 50%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ამჟამინდელ სტატუსკვოს “ტავსა” და “ჯორჯიან ეარვეისს” შორის, კომპანიის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ “ჯორჯიან ეარვეისი” არის ნაციონალური ავიაკომპანია, რომელიც მიჰყვება ქვეყნის განვითარებას და მოსწონს თუ არ მოსწონს ეს აეროპორტს, მათ ერთად მუშაობა მოუწევთ.
“სტატუსი არის შემდეგნაირი, ჩვენს ავიაკომპანიას ესაჭირობა საიმედო პარტნიორი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მისი ბიზნესის განვითარების მოდელს. გამომდინარე იქიდან, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" ნაციონალური ავიაკომპანიაა ის ქვეყნის განვითარებას მიჰყვება.
ნაციონალური კომპანია არაა სახელმწიფო ავიაკომპანია, ეს კერძო ავიაკომპანიაა. მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი კი მხოლოდ ბიზნესმენი არაა, ის ავიატორია. ავიატორმა კი ზუსტად იცის როგორ უნდა იმუშაოას ამ ბიზნესმა მაგრამ ის მარტო არ არის. ავიაკომპანიას დამოუკიდებლად არ შეუძლია ყველა სერვისის განხორციელება. თითოეული სერვისი, რომელსაც საბოლოო ჯამში მგზავრი იღებს ასობით კომპანიის ჩართულობით ხორციელდება”,-აცხადებს თანდაშვილი.

























