სასტუმროს პროექტის გავრცელებას სოციალურ ქსელში მომხმარებლების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
ბიზნესმენი "საქმის კურსის" მეშვეობით იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც რუსთაველზე სასტუმროს აშენების წინააღმდეგები არიან:
"ერთი და იმავე შეხედულებების ადამიანები ძალიან ცოტაა. ზოგს მოსწონს ეს, ზოგს - ის. რაც იქნება მისაღები საზოგადოებისთვის, საბოლოოდ, ის აშენდება. არ უნდა დავრჩეთ მე-17 და მე-18 საუკუნეში. ვითარდება ქვეყანა და უნდა განვითარდეს არქიტექტურაც. ძალიან ბევრი გიჟია, რომელიც იძახის, რომ „ეს რუსთაველია და არაფერი არ უნდა გაკეთდეს“. რუსთაველი გადაიქცა მე-5 ხარისხოვნად. ამ გიჟების ძახილში, რომ რუსთაველია, არაფერი არ ვითარდება",- აცხადებს თამაზ გაიაშვილი.
მისი თქმით, საერთაშორისო ბრენდ Four Season-თან მოლაპარაკებები მას შემდეგ განახლდება, რაც მერია პროექტს დაამტკიცებს.

























