მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამაზ გაიაშვილი: TAV-ი არ მაძლევს საშუალებას, ვაკეთო სახელმწიფოებრივი საქმე

5c877c055c6c3
BM.GE
12.03.19 13:27
1112

"ჯორჯიან ეარვეისის" მენეჯმენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის "ტავ ურბან ჯორჯიას" მიერ დაწესებულ "კაბალურ გადასახადებს" აპროტესებს.

ამ საკითხზე დღეს "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

როგორც გაიაშვილი აცხადებს, "ტავ ურბან ჯორჯია" ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს.

ამასთან, "ტავ ურბან ჯორჯიას" მომსახურების სერვისი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

"მთელი ცხოვრება ავიაციაში ვმოღვაწეობ, 25 წელია "ჯორჯიან ეარვეისს" ვხელმძღვანელობ, გადასახადებს ვიხდი ქვეყნის სასარგებლოდ, ყველა წესის დაცვით. შარშან 20 მილიონის ინვესტიცია გავწიე იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. ხალხს პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობის შესაძლებლობა მივეცით დედაქალაქიდან. მინდა მეტი გავაკეთო, უფრო ხელმისაწვდომი გავხადო ფრენა ყველა მგზავრისთვის, ვცდილობ ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას. აღნიშნული დამოკიდებულება აეროპორტის მხრიდან კი არ მაძლევს საშუალებას, ვაკეთო სახელმწიფოებრივი საქმე", – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დღეს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ჯორჯიან ეარვეისი" "ტავ ურბან ჯორჯიას" წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ Tav Georgia-ს ინფორმაციით, Georgian Airways-ს 9 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები