მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამაზ გაიაშვილი: "ყველა სათითაოდ ხომ არ ვიყაყანებთ? გამოეთქვა აზრი ბიზნესასოციაციას"

5c823899323bb
თამუნა ქემერტელიძე
08.03.19 13:35
2713
“ყველა სათითაოდ ხომ არ ვიყაყანებთ, გამოეთქვა თავისი აზრი ბიზნესასოციაციას”-ასე გამოეხმაურა Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი “თიბისი ჯგუფის” დამფუძნებელების საქმეს. გაიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა კერძო სექტორი კი არ უნდა ლანძღოს, არამედ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს, თუმცა, საქართველოში ადგილობირვი ბიზნესის ნაცვლად, უცხოურ ბიზნეს უფრო მეტად უჭრენ მხარს.

“ახლა ჩვენ რომ სათითაოდ დავიწყოთ ერთის გამართლება ან მეორესი, ან რაღაც პოზიცია დავიჭიროთ არასწორია. მთლიანობაში უნდა გამოთქმულიყო აზრი ბიზნესასოციაციების მხრიდან. სათითაოდ ჩვენს საუბარს ნაკლებად აქვს აზრი. რაც შეეხება კონკრეტულად თიბისი ჯგუფის დამფუძნებელბის საქმეს, ჩემი პასუხი ასეთია: “მე ვმუშაობ ამ ბანკთან და ამით ყველაფერი ნათქვამია”-აცხადებს გაიაშვილი.

შეგახსენებთ, პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" განცხადება გაავრცელა თიბისის თანადამფუძნებლების საქმესთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ბიზნესმენები გააკრიტიკა "გაჩუმებისთვის" და მათ ახსენა, რომ „ქართველ ბიზნესმენებს საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია აქვთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები