მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ გიორგაძეს ბერლინში წლის ფინტექ-ანტრეპრენიორის ჯილდო გადასცეს

გერმანულმა მედიაპლატფორმა Payment & Banking - PBA Experts-მა, საერთაშორისო ფინტეკ-კომპანიის, Raisin-ის ქართველი დამფუძნებელი და დირექტორი, თამაზ გიორგაძე, წლის ფინტექ-ანტრეპრენიორად დაასახელა. დაჯილდოება ბერლინში გამართული Fintech Triple Festival-ის ფარგლებში შედგა, რომელიც წელს მეათედ ჩატარდა. როგორც მედიაპლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, წლის ანტრეპრენიორის ჯილდო თამაზ გიორგაძეს ინოვაციური ლიდერული მეთოდებისთვის ერგო, რომელიც მან ფინტექ-ინდუსტრიაში დანერგა. თამაზ გიორგაძის წარმატება, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება გერმანიაში მის მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაფუძნებულ ფინანსურ-ტექნოლოგიურ პლატფორმა Raisin-ს, რომელიც დეპოზიტარებს მათთვის სასურველი ბანკების პოვნას უმარტივებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები