მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თამბაქოს ახალი კანონმდებლობის აღსრულების საკითხი ევროკომისიის ანგარიშში მოხვდა

5c5403884824f
BM.GE
01.02.19 18:39
2036
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კომისიამ, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებზე, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზეც არის საუბარი. 

"წინსვლა უმნიშვნელოა როგორც თამბაქოს კონტროლის კუთხით, (რადგან თამაშების ბიზნესისა და უბაჟო რეჟიმში მოვაჭრე კომპანიების მხრიდან არის თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სათანადოდ შესრულების ხელის შეშლის მცდელობები), ასევე თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმის რატიფიცირების კუთხით,"- ნათქვამია ანგარიშში. 

ასევე საუბარია თამბაქოს აქციზის გადასახადზე და ნათქვამია, რომ "თამბაქოს აქციზის გადასახადი, კვლავ უნდა იყოს ჰარმონიზებული ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან."

2018 წლის მაისში საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოქმედდა, რომელთა შედეგადაც საჯარო სივრცეში თამბაქოს მოხმარება შეიზღუდა, აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, დაწესდა შეზღუდვა სავაჭრო ობიექტებში მის ხილვადობაზე. 2018 წლის ბოლოს კი პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზური და ადვალური გადასახადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები