კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზრის მონიტორინგს ახორციელებს. როგორც უწყების ხელმძღვანელი bm.ge-თან ამბობს, ბაზარზე კონკურენტების ქცევას კონკურენციის სააგენტო რამდნიმე თვეა აკვირდება, თუმცა ბაზარზე განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე კონკრეტული შედეგების დადებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.
"ვსწავლობთ კონკურენტების ქცევას ბაზარზე. უნდა ითქვას, რომ კონკურენციის თვალსაზრისით იქ მაინც დარღვევებია არ არის როგორც ჩანს, შესაძლოა სხვა პრობლემები იყოს ამ ბაზარზე, მაგრამ ის, რომ კომაპნიები ერთმანეთის მიმართ საკმაოდ სერიოზულ კონკურენციაშია რიან შესული, ეს ნათელია. ყოველთვიურად ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას შესაბამისი უწყებებისგან. მათ შორის შემოსავლების სამსახურიდან საბაჟო და საგადასახადო ინფორმაციას. ასევე იცით, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ ბაზარზე სერიოზული ცვლილებები მოხდა და ჩვენ არ გვინდა, რომ ვიჩქაროთ და არარელევანტური კვლევა დავდოთ. ალბათ რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისთვის, რათა ვნახოთ როგორ შეეგუება ბაზარი იმ რეგულაციებს, რაც თვენახევარია მოქმედებს საქართველოში“-აცხადებს ნოდარ ხადური.

























