თამბაქოს ინდუსტრიისთვის აქციზის მატების 12 წლიანი გეგმა წლის ბოლოსთვის დამტკიცდება. "JTI კავკასიას" წარმომადგენლის ივა ხასიას ინფორმაციით, გეგმის განხილვა მოხდა, როგორც ეკონომიკურ საბჭოზე, ასევე ფინანსთა სამინისტროში.
"აქციზის გადასახადი უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირში არსებულ ნიშნულს. ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად და წელიწადში ორჯერაც ხდებოდა აქციზის მატება, მაგალითად 2015 წელს. წელსაც 1 იანვრიდან გაიზარდა.
ინდუსტრიამ 12 წლიანი გეგმა წარვუდგინეთ სამინისტროს აქციზის მატების და ველოდებით, რომ ალბათ წლის ბოლოსთვის მოხდება მისი დამტკიცება“, - განაცხადა ხასიამ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

























