საქართველოში არალეგალური თამბაქოს გამოვლენის შემთხვევები იზრდება. მხოლოდ გასულ წელს ფინანსთა სამინისტრომ 3 მილიონი ლარის ღირებულების უაქციზო თამბაქოს კოლოფები ამოიღო. ამ თემაზე გუშინ საუბარი იყო პარლამენტში, სადაც ფინანსთა მინისტრის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს. რამდენად მზარდია კონტრაბანდული გზით ქვეყანაში თამბაქოს შემოტანის შემთხვევები, რას ამბობს სტატისტიკა და რა უწყობს ხელს არალეგალურ ვაჭრობას.