მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს მოხმარება მოზარდებში - მდგომარეობა & პრევენცია

მთელ მსოფლიოში 13-დან 15 წლამდე ასაკის 37 მილიონი ბავშვი მოიხმარს თამბაქოს, ამასთან, ზოგ ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის გამოყენების დონე მოზარდებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანმოს ევროპის რეგიონში ჩატარებული კვლევის თანახმად, 15 წლის მოზარდების 20%-ს გამოუყენებია ელექტრო სიგარეტი გასული 30 დღის განმავლობაში.

ჯანმო აცხადებს, რომ დარგის წარმომადგენლები მიზანმიმართულად იყენებენ მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც უშუალოდ ბავშვებზეა ორიენტირებული. ამიტომაც პროდუქტში ურევენ შაქრის ბამბას, აძლევენ მას საღეჭი რეზინის ფორმას, ფუთავენ ლამაზად, რათა ისინი სათამაშოს დაამსგავსონ. მიზანი კი ამ მავნე პროდუქტებზე ახალგაზრდებში დამოკიდებულების გაძლიერებაა.

მოზარდებში მოხმარების ზრდაზე საუბრობენ საქართველოში, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ბავშვებში ელექტრო სიგარეტის მოხმარება მაღალ მაჩვენებელზეა, უფრო ზუსტად კი ბოლო მონაცემებით, ყოველი მე-3 ბავშვი ელექტროსიგარეტს მოიხმარს.

სტუმარი: გიორგი ბახტურიძე - „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები