მთელ მსოფლიოში 13-დან 15 წლამდე ასაკის 37 მილიონი ბავშვი მოიხმარს თამბაქოს, ამასთან, ზოგ ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის გამოყენების დონე მოზარდებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ზაფხულში გაავრცელა. ჯანმოს ევროპის რეგიონში ჩატარებული კვლევის თანახმად, 15 წლის მოზარდების 20%-ს გამოუყენებია ელექტრო სიგარეტი გასული 30 დღის განმავლობაში.
ანალოგიური ტენდენციებია საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გასაჯაროებული ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტის მონაცემებს ეფუძნება ნათქვამია, რომ თამბაქოს ახალი პროდუქტები მოხმარება საქართველოში გაიზარდა. ვიდრე სტატისტიკას გაგაცნობდეთ, გეტყვით რო ესპადის მონაცემები 16 წლის მოზარდებში არსებულ ტენდენციებს ეფუძნება ქვეყნების მიხედვით და მონაცემები ძირითადად სკოლებში კითხვარების შევსების გზით გროვდება.
და ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2015-ში იყო 9%, აქედან ბიჭებში 13% და გოგონებში 4%. 2019-ში შემცირდა საერთო რაოდენობა 7%-მდე, ბიჭებში 11%-მდე და გოგონებში უცვლელად 4%-ზე დარჩა. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, ანუ 2024-ს მთლიანი რაოდენობა 11%-დან 19%-მდეა გაზრდილი. ბიჭებში 24%-მდე და გოგონებში 14%-მდე. მზარდია მაჩვენებლები ელექტრონული სიგარეტის მოხმარება სიცოცხლის განმავლობაშიც - თუ 2015 წელს იყო 19%, 2019-ში გაიზარდა 31%-მდე და 2024-ში უკვე 41%-ია. ესპადის მონაცემებით გასახურებელი თამბაქოს მოხმარების სტატისტიკაც ზრდას აჩვენებს. აქ მონაცემების შედარება მხოლოდ 2019 წელთან შეგვიძლია, როცა8% იყო და 2024-ში 3%-ით 11%-მდე გაიზარდა. იმ მოქალაქეების რაოდენობა ვინც ბოლო 30დღის განმავლობაში მოიხმარა გასახურებელი თამბაქო, 2019-ში 3% და 2024-ში 4%-ია. აქ გაზრდილია მონაცემები ბიჭების შემთხვევაში, გოგონებთან კი 1%-იანი კლებაა. რაც შეეხება ტრადიციულ თამბაქოს, იმ მოქალაქეების რიცხვი ვინც სიცოცხლის განმავლობაში მოიხმარდნენ მას კლების ტენდენციით ხასიათდება. 2015-ში იყო 43%, 2019-ში შემცირდა 36%-მდე და 2024 წელს 30%-მდე. ასევე ბაზარზეა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა შესასუნთქი თამბაქო, ე.წ. სნუსი და ნიკოტინის ბალიშები. მაჩვენებლები 2024 წლის არსებობს, რადგან ახალი ბაზარზე და ეს მონაცემებიც ამბობს, რომ ინტერესი აქაც არსებობს.
საქართველოში თამბაქოს პროდუქტების ხელმისაწვდომობა საკმაოდ მაღალია ტრადიციული სიგარეტი - ყიდვა ადვილი/ძალიან ადვილია - 44%-ის შემთხვევაში; ასევე 44$-ია ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში და გასახურებელი თამბაქოს ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 19.6%-ს შეადგენს.
მეორე კვლევითი მონაცემები თამბაქოს გლობალური კვლევას ეფუძნება და 2023 წლის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს ქვეყანაში და აქ ნათქვამია, რომ • თამბაქოს რომელიმე პროდუქტს ამჟამად მოიხმარს მოსწავლეთა 14.0%, ვაჟების 16.3% და გოგონების 11.2% • თამბაქოს ამჟამად ეწევა მოსწავლეთა 11.6%, ვაჟების 13.3% და გოგონების 9.7% • სიგარეტს ამჟამად ეწევა მოსწავლეთა 5.2%, ვაჟების 5.1% და გოგონების 5.3% • უკვამლო/არა-მოსაწევ თამბაქოს ამჟამად მოიხმარს მოსწავლეთა 4.2%, ვაჟების 5.7% და გოგონების 2.4%;
როგორია გლობალურ სურათში ვითარება ჩვენთან და რა არის შემცირებისთვის საჭირო ინტერვენციები?
სტუმარი: ნუკა მაღლაკელიძე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის კონსულტანტი;


































